20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე,“ - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი სამთავრობო ცვლილებებს. პრემიერის გადაწყვეტილებით 4 სამინისტრო უქმდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაანონსებულ ცვლილებებს მიესალმებიან.

„მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპტიმიზაციის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე აისახოს პოზიტიურად,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში.

„ახლა ამ სტრუქტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,“ - აცხადებს დავით რაქვიაშვილი. 

დღის ამბები