„ბევრი ადამიანი შევამჩნიეთ უბნების გარეთ, ხალმხრავლობა შეინიშნებოდა,“ - ეს განცხადება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორინ იონკერმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, ეს პრაქტიკა მათთვის მიუღებელია.
„ბევრი ადამიანი შევამჩნიეთ უბნების გარეთ, ხალმხრავლობა შეინიშნებოდა და ამან გარკვეულწილად რაღაც შეთხვევებში შეაშინა და ზეგავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე. ეს არის პრაქტიკა, რომელიც მიუღებელია და ჩვენ რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში ამას მოვიხსენიებთ. დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ხანდახან ეს ინფორმაცია უბნებიდან გადიოდა, გარეთ მყოფი ადამიანებისთვის და მათ შეეძლოთ ამის გადამოწმება, ანუ ამომრჩევლების მონაცემების გადამოწმება შეეძლოთ იმ მაგიდებიდან, რეგისტრატორებისგან. ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც არ უნდა ხდებოდეს,“ - აცხადებს კორინ იონკერი.