20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, რკინიგზის ყოფილი შეფი მამაცაშვილის და ფარცხალაძის მითითებით მოქმედებდა

მთავრობის ახალ სახეებს შორის ყველაზე სკანდალური რკინიგზის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძეა. პრემიერ-მინისტრმა ის ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარადგინა.  

სამოქალაქო სექტორი კი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. საქართველოს რკინიგზაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ მაყურებელს აკაკი გოგიჩაიშვილის კვირის გამოძიებამ უამბო. სწორედ ამის შემდეგ მოუწოდა დაინტერესებისკენ მესამე სექტორმა პროკურატურას.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ საქართველოს რკინიგზაში კორუფციულ სქემებს მამუკა ბახტაძე, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის უჩა მამაცაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძე დავალებით ახორციელებდა.

მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს ოპოზიციაც და რკინიგზაში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ინტერესებზე საუბრობს.

"კურიერის" მიერ დასმულ კითხვაზე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით მომავალმა ფინანსთა მინისტრმა პასუხის გაცემა არ ისურვა. მამუკა ბახტაძე კატეგორიულად უარყოფს რკინიგზაში რაიმე კორუფციულ სქემის არსებობას. ასევე უცნობია დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას რკინიგზასთან დაკავშირებულ იმ ბრალდებებზე, რომელიც კორუფციულ სქემებს უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები