თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში პირველი სამუშაო დღის ბოლოს მოსახლეობისთვის facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა და გასული დღე შეაჯამა.
კახი კალაძის თქმით, ხვალიდან ის მოსახლეობას წარუდგენს საქალაქო სამსახურის უფროსებისა და თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატურებს, რომელიც კვირის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.
კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.