20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელი ახალ პოსტზე მუშაობის პირველ დღეს სავარუდოდ პარალმენტში მივა

მიხეილ ჩხენკელი ახალ პოსტზე მუშაობის პირველ დღეს სავარუდოდ პარალმენტშიც მივა. პირველი სამუშაო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა განათლების მინისტრს თავისავე სფეროს კომიტეტში ექნება. საუბრის მთავარი თემა სისტემაში მიმდინარე რეფორმები იქნება.

აქცენტი განათლების სფეროს ყველა დონეს შეეხება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ჩხენკელის გამოცდილებიდან გამომდინარე, განათლების სისტემას უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა ექნება.

"ჩვენ დაგვჭირდება არა ერთი სამუშაო შეხვედრა, რომ გავიაროთ ახალი მინისტრის ხედვები მიმდინარე დარგების განვითარებასთან დაკავშირებით და ასევე, გავაცნო ბუნებრივია, ჩემი პოზიციები," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. 

დღის ამბები