20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ოპტიმიზაცია ძირითადად, სამინისტროს ადმინისტრაციაში დასაქმებულებს შეეხებათ

რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შემდეგ, რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს, ფინანასთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე არ აკონკრეტებს. ის აცხადებს, რომ სამინისტროს ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს, შეეხებათ ძირითადად, ოპტიმიზაცია, რადგან ერთი და იგივე სამუშაოს დუბლირება ვერ მოხდება.

„ამ თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ფუნქციების განხორციელებას გააგრძელებს, შესაბამისად, ამ ფუნქციების განხორციელებას საკადრო რესურსი სჭირდება, რომელიც ამ უწყებებში არსებობს და ისინი ამ ფუნქციების შესრულებას გააგრძელებენ,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები