20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანა - ქვეყანაში ღვინის დაყენების ტექნოლოგია 8 ათას წელზე მეტს ითვლის

მეღვინეობა მთელს მსოფლიოში საქართველოდან გავრცელდა და ღვინის დაყენების ტექნოლოგია 8 ათას წელზე მეტს ითვლის - ეს ფაქტი, სამეცნიერო ჯგუფის წევრებმა უკვე არქეოლოგიურადაც დაადასტურეს.

აღნიშნულ ფაქტს მსოფლიო მედიაში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ქართული ვაზისა და ღვინის კვლევის სამეცნიერო პროექტის წარმომადგენლებს, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა, ახალი აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ღვინო 8 ათასი წლის წინ დაიბადა ზუსტად საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი კულტურის კომუნიკაცია მოვახდინოთ მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები