"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ამ წუთებში აქციას ე.წ. მატროსოვის ციხესთან მართავენ. ისინი წევრები, გიორგი ონიანის პატიმრობის პირობებს აპროტესტებენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ პოლიციის დამატებითი ძალებიც გამოიძახეს.
„ვინაიდან ბერა ივანიშვილის პირად ინტერესებს, მის მეგობარს ეხებოდა საქმე, არა მოსამართლემ, არამედ ისევ ბერა ივანიშვილმა დაჰკრა ჩაქუჩი და გოგა ონიანი საპყრობილეში. ჩვენ ამ საპროტესტო აქციით, პროტესტს ვუცხადებთ ბერა ივანიშვილის საქართველოს. ჩვენ არ გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კობა ხაბაზი.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანიც.
„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს სათითაოდ დააპატიმროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის პატრიოტულად განწყობილი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება,“ - ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი.
ადვოკატი ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დღეს, გოგა ონიანის გარდა, კიდევ ბევრი პოლიტპატიმარია, რომელთა რაოდენობაც იზრდება.