ეროვნული ვალუტა დრამატულ ვარდნას განაგრძობს. 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 2.70 ლარს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი კიდევ 3 თეთრით გაუფასურდა.
ანტირეკორდი მოხსნა ეროვნული ვალუტამ ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს შესაძენად კომერციულ ბანკებში დღეს 3.20 ლარია საჭირო. არჩევნებიდან დღემდე ლარი, თითქმის, ყოველდღიურად უფასურდება. 20 ოქტომბერს ერთი დოლარის შესაძენად 2.48 ლარი იყო საჭირო, დღეს კი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68 ლარია.
ლარის გაუფასურება ყოველდღიურად აისახება ფასებზეც. დისტრიბუტორ ბიზნესმენთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს.