ოზურგეთის საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. მეორე ტურის შემდეგ სულ 23 საჩივარი დაიწერა. საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
მათ შორის იყო ”ქართული ოცნების” საჩივარიც, რომელიც ორი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდა. კომისიამ ისინი არ დააკმაყოფილა. შედეგად, ცესკო-ს წინასწარი შედეგები ძალაში დარჩა. ოზურგეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი დამარცხდა. მერი კი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა. კონსტანტინე შარაშენიძე, რომელიც ოზურგეთის მერის მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება. ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს.
„იზეიმა სიმართლემ და იზეიმებს ყოველთვის, ოზურგეთში და გურიაში. გურულებს სხვანაირად არ შეუძლიათ. სიმართლის გვერდით დგას, იდგება და იდგნენ ჩვენი წინაპრები. სახელმწიფოსთან ურთიერთობაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. პირიქით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, უფრო მეტი დასაფიქრებელია და უფრო მეტად არის მობილიზაცია გასაკეთებელი,“-განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.