ლარი ანტირეკორდების დამყარების ისევ განაგრძობს. ეროვნული ვალუტა დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6955 შეადგენს.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს შეძენა 3.1920 ლარად არის შესაძლებელი.