20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"უსამართლობის დაკანონება"- კამათი პარლამენტში საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებს შენიშვნები აქვთ. პარლამენტის წევრებს მიაჩნიათ, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული შესაძლებლობა, ნებისმიერი მოხელის ან უფროსისთვის, რომ მან საკუთარი სურვილისამებრ გადაანაწილოს სახელფასო სარგო.

„ეს არის უსამართლობის დაკანონება. იმისთვის, რომ ჩვენ ამას რეფორმა დავარქვათ, რეფორმა ამ კანოში უნდა ჩანდეს. ამ კანონში განგრძობითობა უნდა ჩანდეს,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ უსამართლობა არ კანონდება.

„რასაც ამბობთ, რომ უსამართლობას ვაკანონებთ, ამის გამოსწორებას სჭირდება 150 მილონი ლარი. უსამართლობას არ ვაკანონებთ,“ - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ განცხადება ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს.

„ვერასოდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ დაეწევა მთავარ პროკურატურას, იმიტომ, რომ ახლა უკვე მას აქვს თანხა, რომ 23 ხელფასი გასცეს წლის განმავლობაში. არაფერს არ ცვლი და გაგყავს ამ კანონის მომსახურებიდან. შეუძლებელია 5,10,15 წლის შემდეგ რაიმენაირ გათანაბრებაზე საჯარო სამსახურის შიგნით ლაპარაკი, თუ შენ გამონაკლისები გამონაკლისად დატოვე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

 

დღის ამბები