20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ველი განმარტებას, რას გულისხმობს ბატონი ირაკლი პოლიტიკურ განცხადებებში" - ნანუაშვილი კობახიძეს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ომბუდსმენის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა უპასუხა. უჩა ნანუაშვილი პარლამენტის სპიკერისგან განმარტებებს ელის, თუ რომელ განცხადებას მიიჩნევს კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს. ომბუდსმენის შეფასებით, ის ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალია.  

„მე ველი განმარტებას, რას გულისხმობს ბატონი ირაკლი პოლიტიკურ განცხადებებში და იმაზე, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურაა. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა პოლიტიკური იყო. პირიქით, სწორედ ადმიანის უფლებებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად ობიექტური და ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყო, რაც ვფიქრობ, შევძელი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები