კატალონიის რეფერენდუმში და ევროპის ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩარევის ბრალდებებს მოსკოვი ისტერიკას უწოდებს. სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ ევროპის ქვეყნებში, სადაც ბრალდების შემცველი განცხადებები კეთდება, მათ შორის, მადრიდში და ლონდონში, უამრავი მოუგვარებელი შიდა-პოლიტიკური პრობლემებია.
მისივე თქმით, ევროპელი ლიდერები სენსაციურ ისტერიკას მხოლოდ იმ მიზნით აწყობენ, რომ ამომრჩევლების ყურადღება საკუთარი უძლურობიდან სხვა საკითხებზე გადაიტანონ.
სერგეი ლავროვმა ამ განცხადებით, ესპანელი მინისტრების და დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბრალდებებს უპასუხა. ოფიციალურ მადრიდში აცხადებენ, რომ კატალონიის კრიზისში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებები გააჩნიათ, ტერეზა მეიმ კი, მოსკოვი ევროპული დემოკრატიების ჩამოშლის მცდელობაში დაადანაშაულა.