პარლამენტში გამართული დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. ოპოზიცია და უმრავლესობა სავალუტო კრიზისის სხვადასხვა პასუხისმგებელ უწყებებზე საუბრობენ. უმცირესობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს, "ქართულ ოცნებას" კი, კითხვები აქვს ეროვნულ ბანკთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღოთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ვამბობდით, რომ კურსის მყისიერი ცვლილება არ არის ეროვნული ბანკის ზრუნვის საგანი, დღეს რატომ ვაკეთებთ ამ განცხადებას. თუკი მხოლოდ ვსაუბრობთ, რომ ინფლაცია და ფასების ზრდა არის მათი ზრუნვის საგანი, ვხედავთ რომ, ინფლაციაც და ფასებიც სამწუხაროდ, გასული არის გარკვეული ზრდის ტენდენციისაკენ,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ლარის კურსზე დადებითი გავლენა მოახდინოს.
„გვესმის, რომ ტურიზმის სეზონი დამთავრდა, ტურისტების რაოდენობამ იკლო, ამავდროულად გვასმენინებენ მუდმივად, რომ სასწაული ძვრებია ქართულ ეკონომიკაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ლარი არის პირდაპირი ბარომეტრი იმისა, რაც ხდება ქვეყანაში და ეს არის სწორედ ის შეცდომები და ის მიზანმიმართული მავნებლობები, რამაც ასახვა ჰპოვა საბოლოო ჯამში, ლარის კურსზე. დღესაც ვინც უსმინა საპარლამენტო სხდომის გახსნას, სადღეგრძელოები იყო არა ერთი, მათ შორის იმაზე, თუ რა სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება ქვეყანა,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
განცხადება ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვლმაც.
„ხელისუფლება მრავალი თვეა ჯიუტად აცხადებს, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა, მაგრამ ვხედავთ უკვე დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებიც კი საუბრობენ იმაზე, რომ ეს პრობლემა რეალურად მოითხოვს შესაბამის პასუხისმგებლობას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ, ვერანაირი ადეკვატური განცხადება ვერ მოვისმინეთ,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.