კახი კალაძე გაგარინის ქუჩის 10 ნომერში იმყოფებოდა. თბილისის მერმა ავარიული კორპუსი დაათვალიერა, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
ადგილზე იმყოფება ასევე საბურთალოს რაიონის გამგებელი და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილია და უკვე დაიწყო შენობის დემონტაჟი.