20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
საქართველომ სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას მოაწერა ხელი

საქართველომ ოთხ ქვეყანასთან ერთად, სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარებას ითვალისწინებს.

საუბარია ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობაზე, ასევე სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული პროცედურების ჰარმონიზაციაზე.

აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში და შეხვდა თურქმენ კოლეგას.

დღის ამბები