საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის განხილვა დღეს უნდა დაიწყონ. დოკუმენტს კანონმდებლები ჯერ არ გაცნობიან. სწორედ პროექტში უნდა გაიწეროს დეტალები, როგორ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე მთავრობაში, სამინისტროების შემცირება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, სტრუქტურული ცვლილებები ძირითადად მართვის ოტპიმიზაციასა და მართვის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.
დეპუტატებს აინტერესებთ, მიიღონ ინფორმაცია ცვლილებებით, რა თანხა დაიზოგება.
„გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელებისგან სხვადასხვა მესიჯი მოდის, ზოგი საუბრობს გარკვეულ შემცირებაზე, ზოგი ამბობს, რომ ცვლილებას არ გამოიწვევს. იყო ვარიანტი, რომ მინისტრები თავად გადაწყვეტენ, რა როგორ უნდა დალაგდეს. ეს მიუთითებს ამ ხელისუფლების უთავბოლობაზე მთელი რიგი საკითხების მიმართ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.
კანონმდებლები აცხადებენ, რომ მთავრობისგან დეტალური ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.
„ჩვენ რეალურად უნდა შევისწავლოთ, როგორ აპირებს მთავრობა რესტრუქტურიზაციის შედეგად გადაანაწილოს ფუნქციები არსებულის სამინისტროებიდან სხვა უწყებებზე, უნდა შევისწავლოთ დეტალურად ცვლილებების საბიუჯეტო შედეგი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.