20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
მმართველი გუნდში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ზედმეტად გრანდიოზულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებს „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიუჯეტიდან ნაკლები ხარჯები გაწიოს.

„არის ხარჯები, რომლის გაღებაზეც ვერცერთი სახელმწიფო სტრუქტურა უარს ვერ იტყვის  იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი ხარჯი. არის ხარჯები, რომელიც შეიძლება გაიღო და შეიძლება არ გაიღო,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

მმართველ გუნდში არ მოსწონთ პრეზიდენტის სასახლის ზომაც და თვლიან, რომ ის ზედმეტად დიდია.

„საერთოდ ეს სასახლე გრანდიოზულია. იმას რომ თავი დავანებოთ, რასაც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ეს ბოროტების ბუდეა და ეს არის ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ წმინდა პრაგმატულად, ეს ძალიან დიდი შენობაა. პატარა ქვეყანას ალბათ უფრო მოკრძალებული პრეზიდენტის სასახლე მოუხდებოდა, მაგრამ, ისეთი კომფორტული მუშაობისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ასეთია ათონელის ქუჩაზე შენობა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს რეზიდენციისთვის განსაზღვრულ პირობებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო  დაცვის სპეციალური სამსახურის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებმა 2015-2016 წლებში 4 541 589 ლარი შეადგინა.

აქედან, ყველაზე მეტი - კომუნალური ხარჯია, უფრო ზუსტად გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი. შემდეგ მოდის შრომის ანაზღაურება და შენობის მოვლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები