20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში „რუსთავი 2"-ს „ტოლერანტობის ქომაგის“ სიგელი გადაეცა

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს „ტოლერანტობის ქომაგის“ სიგელი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინანტებს სახალხო დამცველმა მიმართა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზეც ესაუბრა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ მიმართულებით წინა წლებთან შედარებით, წელს ნაკლები დარღვევა დაფიქსირდა.

„მიმდინარე წელს იყო შედარებით მცირე ძალადობრივი ინცინდენტები, იგივე უმცირესობის მიმართ, შეუწყნარებლობის გამოვლენის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი იყო, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მთლიან სურათს არ ცვლის, რადგან ბოლო პერიოდში, გასულ წლებში მომხდარ არა ერთ დარღვევასთან დაკავშირებით, დღემდე პასუხი არ არის, იგივე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მიღებული და ეს ზოგადად, სურათს ცვლის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული ჯილდო ტელევიზიისთვის მნიშვნელოვანია.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მედიისთვის და საზოგადოებისთვის, არა მხოლოდ უმცირესობისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტოლერანტობა და მრავალფეროვნება სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ყოველწლიური კონკურსია და მიზნად ისახავს, ქართულ მედიაში მრავალფეროვნების კულტურის ხელშეწყობას.

დღის ამბები