20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ტოლერანტობის კვირეული იწყება - პრეზიდენტმა ევროპის ახალგაზრდა პარლამენტარებს უმასპინძლა

დღეიდან ტოლერანტობის კვირეული იწყება. ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ახალგაზრდა პარლამენტარებს უმასპინძლა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიასა და კულტურის მრავალფეროვნებაზე ესაუბრა.

„ტოლერანტობა მნიშვნელოვანი ელემენტია მშვიდობიანი, თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისთვის. ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ასევე პოლიტიკურმა ლიდერმაც. ჩვენი ვალდებულებაა, ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლების დაცვას. ვერ იქნებით თავისუფალი, თუ არ დაიცავთ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავისუფლებას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები