20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ნიკოლოზ ჭონქაძის პირველი განმარტება - მას მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა კალაძემ შესთავაზა

ოპოზიცია კახა კალაძისგან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურის, ნიკოლოზ ჭონქაძის, იგივე სულიკო კედელაშვილის ჩანაცვლებას მოითხოვს, ვინაიდან, ოპოზიციის მტკიცებთ, ის წლების განმავლობაში სოციალური ქსელით ძალადობის პროვოცირებას ახდენდა. დედაქალაქის მერი ჭონქაძის კანდიდატურის შეცვლას არ აპირებს. 

ნიკოლოზ ჭონქაძემ, იგივე ნუგზარ ჭონქაძემ, იგივე სულიკო კედელაშვილმა მის წინააღდეგ აგორებული კამპანიის შემდეგ ბრალდებებს პირველად უპასუხა. მისი აგრესიის სამიზნე ამჯერად "კურიერის" მიკოროფონი გახდა. 

ნიკოლოზ ჭონქაძემ დაადასტურა, რომ სულიკო კედელაშვილის სახელით სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა, ემუქრებოდა და სხვებსაც ძალადობისკენ უბიძგებდა.

ნიკოლოზ ჭონქაძის თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა მას პირადად კახა კალაძემ შესთავაზა.

ჭონქაძე წლების წინ სხვადასხვა უწყებაში უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მათ შორის კახა კალაძის „პროგრეს ბანკშიც“, საიდანაც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს. 

საკრებულოს უმრავლესობა ჭონქაძის პოსტზე დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ მარტო, ოპოზიციის გარეშე მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები