20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სავიზო რეგულაციების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, საქართველოდან ტერორისტების შეღწევის რისკია - კარასინი

პრაღის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ მედიასთან საუბარში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა.

გრიგორი კარასინის განხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გარდა, სავიზო რეგულაციების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, საქართველოდან ტერორისტების შეღწევის რისკია.

მისი თქმით, მნიშვნელოვან როლს ამ საკითხის მოგვარებაში რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება წარმოადგენს.

„საქართველოსთან ახლოს სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობები. ამიტომ, მოცემული სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.  

დღის ამბები