პარლამენტში დღეს კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა დაიწყო. ქუთაისში, პარლამენტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ უკვე მივიდნენ ის მიწვეული პირები, ვინც დისკუსიის მორე ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება.
ღონისძიებაზე 200-მდე ადამიანია მიწვეული. სტუმრებს შორის არიან პროფესორ-მასწავლებლები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, სტუდენტები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე ისაუბრებენ, რომელი 2020 წლისთვის ბლოკების დაშვებას, ბონუსების სისტემის ამოღებას, რელიგიის თავისუფლების და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ მუხლებს ეხება.
ეს კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვის ფარგლებში პირველი შეხვედრაა. მეორე შეხვედრა თბილისში არის დაგეგმილი.