20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
რუსეთმა სირიის შესახებ მომზადებული რეზოლუციის დასაბლოკად ვეტოს უფლება მეოთხედ გამოიყენა

რუსეთმა სირიის შესახებ მომზადებული რეზოლუციის დასაბლოკად ვეტოს უფლება მეოთხედ გამოიყენა. ამჯერად, დოკუმენტი ქიმიური შეტევის გამოძიების გაგრძელებას ითვალისწინებდა.

პროექტი ამერიკელების მიერ იყო მომზადებული. გაეროში რეზოლუციის საკუთარი პროექტი შეიტანა რუსეთმაც, თუმცა უშიშროების საბჭომ მის განხილვაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ვარიანტი უკან გაიწვია და კენჭისყრაზე გატანილი დოკუმენტი დაბლოკა. სხდომაზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის ელჩები ურთიერთ კრიტიკით გამოვიდნენ.

დღის ამბები