20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჭვრინისი-კოდის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და ეს საკითხი გუშინ ერგნეთში შეხვედრაზე დააყენა საქართველოს წარმომადგენელმა.

მათ ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ეუთოს წარმომადგენლებს მიაწოდეს კონკრეტული დეტალური მასალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებენ რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრის გავლებას საქართველოს ტერიტორიაზე.

შეაგხსენებთ, რომ სოფელ კოდასთან რკინის ღობე უკვე აგებულია და დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერიც. ჭვრინისთან კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გავლებულია თხრილები.  

დღის ამბები