რეგიონებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ლეიბორისტული პარტიიდან" 17 დეპუტატი იქნება წამოდგენილი. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
15 მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიას თითო თითო დეპუტატი ეყოლება, დუშეთში კი ორი. ნათელაშვილმა თანაგუნდელებს დღეს გარკვეული მითითებებიც მისცა.
“მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა „ლეიბორისტულმა პარტიამ" მაინც შეძლო ათეულ ათასობით ხმის წართმევის მიუხედავად, დეპუტატთა კორპუსის გაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. დღეს ეს რეგიონი აქ არის, მე მინდა მთელი სულით და გულით მოგილოცოთ ოფიციალური სტატუსი, ხალხის ნდობა, გისურვოთ უდიდესი წარმატებები და მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ამომრჩეველი ყოველთვის ამაყი ყოფილიყოს საკუთარი არჩევანით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.