20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
თბილისს ახალი მთავრობა ჰყავს - ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

თბილისს ახალი მთავრობა ჰყავს. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა კახი კალაძის კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ოპოზიციამ კი პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კალაძის მთავრობის ყველაზე ხმაურიანი წევრმა, ნიკოლოზ-ნუგზარ ჭონქაძემ, იგივე სულიკო კედელაშვილმა, ოპოზიციის ბრალდებებს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

ოპოზიციის ბრალდებების მთავარი ადრესატი სწორედ ნიკოლოზ ჭონქაძე იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ მისი კანდიდატურის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, უარის შემდეგ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე ოპოზიციამ კალაძეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა, რასაც დარბაზში პოლიტიკური დებატები მოჰყვა.

დეპუტატები ამტკიცებენ, რომ კალაძის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნით მერიაში სუს-ის გავლენები ისევ გაგრძელდება. ოპონენტები ამ საკითხებზე საუბარს დღეს კახი კალაძესთან გეგმავდნენ, თუმცა ახალი მთავრობა საკრებულომ მერის გარეშე დაამტკიცა.

თბილისის მერმა ოპონენტებს დღეს დილითვე შეახსენა, რომ მას კანონი საკრებულოში მისვლას არ ავალდებულებდა.

საკრებულოში მისვლა დედაქალაქის მერს დეკემბერში მოუწევს, როდესაც ქალაქის თვითმმართველობის ორგანო ბიუჯეტის დაამტკიცებს.

დღის ამბები