„დიდგორი 2017-ის" ღია კარის დღე კრწანისში გაიმართა. სწავლების მიმდინარეობა სამხედრო ატაშეებმა და თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შეაფასეს.
„დიდგორი 2017-ის" სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავებაა.
ასევე, სწავლების მიზანს კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა წარმოადგენს.