შეერთებული შტატების სახელით, იან კელიმ საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოში აშშ-ის ელჩის შეფასებით, ამერიკა რჩება ბუქარესტის სამიტის ერთგული და განაგრძობს საქართველოს დახმარებას, ვიდრე ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობას მიიღებს.
„ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატო-ში. ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოში აგვისტოში ყოფნისას ზუსტად ეს დააფიქსირა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის ამისთვის საჭირო,“- განაცხადა იან კელიმ.