20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
შს მინისტრის რუსული კავშირები - გიორგი გახარია რუსეთში ბიზნესწილებს ფლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის რუსული კავშირები - რუსეთის ფედერაციაში იურიდიული პირების საერთო სახელმწიფო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ გიორგი გახარია რუსეთში ბიზნესწილებს ფლობს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს პირველი პოლიციელი რუსეთში არსებულ შპს კოხტაში წილის 33%-ს ფლობს. გიორგი გახარიას 100-პროცენტიანი წილი აქვს კომპანია ფუდოტელშიც.

ამ კომპანიების გარდა, გიორგი გახარიას რუსეთში კიდევ 6 ფირმა ჰქონდა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შს მინისტრს რუსეთში ბიზნესის ფლობა რუსული სპეცსამსახურებს ნებისმიერ პირზე გავლენის ქონას უადვილებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში გიორგი გახარია რუსეთში ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის მართვაშიც მონაწილეობდა. 

დღის ამბები