20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ეკონომიკის თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა ჭაობში ვრჩებით - გიგა ბოკერია

„ეკონომიკის თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა ჭაობში ვრჩებით და აქედან გამოსვლის ტენდენციაც არ გვაქვს,“ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გადაცემა განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც მან ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

ოპოზიციის წევრის თქმით, ლარის პრობლემასთან დაკავშირებით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა 16 სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს, რაც ბოკერიას შეფასებით, „უტიფარი სისულელეა“.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში არ შემოდის საკმარისი ვალუტა და ლარის მასა იზრდება.

„ქვეყანა არ მიდის წინ. ეკონომიკა არ იზრდება, სამაგიეროდ, იზრდება ფასები, გადასახადები, სიღარიბე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ეროვნულ ბანკს შეუძლია, ვალუტის კურსთან დაკავშირებით დარტყმა შეამსუბუქოს, თუმცა, ის ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებელი არ არის და მთავრობის როლია მთავარი.

ბოკრიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელსუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება დაიწყოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები