20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ორი ოლიგარქის ხელისუფლება დღეს შეთანხმებული მოქმედებს - "ენმ"-ის აქცია საგარეო უწყებასთან

„ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ ორი ოლიგარქის ხელისუფლება დღეს შეთანხმებული მოქმედებენ და სრული თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ საკითხში ამ ორი ხელისუფლების,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე გააკეთა.

ამ დროისთვის აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უკვე დასრულებულია. აქციის დასრულების შემდეგ პარტიის წარმომადგენლებმა უწყებას ჩააბარეს სპეციალური მიმართვა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის დარღვევა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დღეების განმავლობაში ჩაიდინა.

შეკრებილების თქმით, უწყებამ კონკრეტული პირები სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია და უკრაინაში მათი გატაცების და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. ზაალ უდუმაშვილმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

„ერთი არის, რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ, მეორე არის, რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ის, რასაც მას კონსტიტუცია ავალებს... მთელი ამ დღეების განმავლობაში ერთი განცხადებაც არ მოგვისმენია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თუ რას აკეთებს ის, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. სწორედ ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ ორი ოლიგარქის ხელისუფლება დღეს შეთანხმებული მოქმედებს და სრული თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ საკითხში ამ ორი ხელისუფლების,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების გატაცება ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების შედეგია.

ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება არ დაინტერესებულა მოქალაქეების ბედით, რაც, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა დღეს დაადასტურა.

დღის ამბები