20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
„ოპოზიციას მინდა ვურჩიო, მოიგონ არჩევნები და დააკომპლექტონ თვითონ მთავრობა" - ზვიად ძიძიგური

„კვალიფიციური და საჭირო ხალხი იქნება შერჩეული,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრმა ზვიად ძიძიგურმა დაგეგმილ სამთავრო ცვლილებების შესახებ გააკეთა.

დღეს სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

„კვალიფიციური და საჭირო ხალხი იქნება შერჩეული და ოპტიმიზაციაც თუ მოხდება წელსვე, ასეთ შემთხვევაში ალბათ, თავის ხედვას მთავრობა წარმოგვიდგენს. ეს საინტერესო საკითხია რა თქმა უნდა და ჩვენ ამაზე მოვისმენთ მთავრობის პოზიციას,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მან ასევე, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც უპასუხა, რომელიც მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს უკავშირდება.

„ოპოზიციას მინდა ვურჩიო, მოიგონ არჩევნები და დააკომპლექტონ თვითონ მთავრობა, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. ახლა მე ვფიქრობ, რომ მთავრობა აკომპლექტებს იმის მიხედვით თავის სტრუქტურებს, თუ რომელიც უფრო კვალიფიციურია და რომელი უფრო გამოადგება 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები