20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს კარგი გამოცდილება იმისთვის, რომ პროცესებს ეფექტურად უხელმძღვანელოს - ხულორდავა სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრობს

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ევროინტეგრაციული პროცესის წარმატებით განხორციელება,“ - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა სტრუქტურულ ცვლილებებს. ცვლილებების მიხედვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ხდება.

ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პროცესების მართვას ეფექტურად შეძლებს.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ევროინტეგრაციული პროცესის წარმატებით განხორციელება. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები და ამ მიღწევებს არავითარ შემთხვევაში საფრთხე არ უნდა შეექმნას და არ შეექმნება. ამის გარანტიას მაძლევს ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება იმისთვის, რომ პროცესებს ეფექტურად უხელმძღვანელოს,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები