გვიან ღამემდე გაგრძელდა ბორჯომის საკრებულოში კომისიების დაკომპლექტება. სხდომას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელები - 15 დეპუტატი ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს.
ოპოზიციამ კომისიები სრულად მხოლოდ ოპოზიციის წევრებით დააკომპლექტა, თუმცა მოგვიანებით, კომისიებში თითო-თითო წევრად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაამატეს.
გუშინდელი დღის განმავლობაში ბორჯომში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, მოხდა ინციდენტიც - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციონერ კოლეგას „ლეიბორისტებიდან“ წყლით სავსე ბოთლი ესროლა. ისმოდა სიტყვიერი მუქარაც, სწორედ ამ ფაქტის გამო დეპუტატებთან პოლიციელებს რამდენიმე კითხვაც ქონდათ.