20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს იწყებს

თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა ერთ საათში საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაიწყოს.

ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი, შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გაიმართება.

დღესვე, დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდენტთან, იუსტიციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებთან.

განხილვის ძირითადი თემები, დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებია.

„ისინი შეხვდებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რასაც მოჰყვება მორიგი ანგარიში, სადაც შეფასებული იქნება დემოკრატიული პროცესი ჩვენს ქვეყანაში და ეს ვიზიტი ემსახურება სწორედ ამ ანგარიშის მომზადებას,“ - განაცხადა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები