20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
აშშ საქართველოს "ჯაველინის" ტიპის სარაკეტო სისტემებსა და დანადგარებს მიჰყიდის

შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის "ჯაველინის" ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების მიყიდვა გადაწყვიტა. შესაბამისი მოთხოვნით ვაშინგტონს ქართულმა მხარემ მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კი, იარაღის სავარაუდო მიყიდვის შესახებ კონგრესს აცნობა.

საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარსა და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ჯაველინის სისტემები კი, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ჯავშანსაწინაღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერცერთი ქვეყნის წინააღმდეგ,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა. 

დღის ამბები