20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
უკრაინის პრემიერმინისტრი უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა - გელა დუმბაძე

უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე „კურიერთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ უკრაინის პრემიერმინისტრი, ვლადიმერ გროისმანი ნოემბრის ბოლოს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ის თბილისში საერთაშორისო ფორუმს დაესწრება, რომელიც აბრეშუმის გზისადმი არის მიძღვნილი.

უკრაინაში საქართველოს ელჩი არ აკონკრეტებს, გროისმანის თბილისში ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებს შორის იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დეპორტაციაზე საუბარი.

გელა დუმბაძის თქმით, უკრაინის პრემიერმინისტრს განსაკუთრებული კეთილგანწყობა აქვს საქართველოს მიმართ.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, პრემიერმინისტრმა თვითონ მიმიწვია, დაგეგმილია მისი ვიზიტი საქართველოში უახლოეს დღეებში. ჩვენ გვქონდა ფართო სპექტრზე საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობის თაობაზე და ის საკითხი, რომ არსებობს გარკვეული პრობლემატიკა არა მარტო ჩვენს ქვეყანასთან, იგივე უკრაინის საზღვრის გადმოკვეთის პირობებში, ქვეყანა არის საომარ ვითარებაში და მას ამასთან დაკავშირებით თავისი რეჟიმი აქვს. ეს საქართველოს ყველა მოქალაქემაც უნდა გაითვალისწინოს და შეხვედრაზე ასეთი აუცილებლობა წარმოიშვა, რომ მან გასცა განკარგულება, რომ გაიმართოს საქართველოს ელჩის შეხვედრები ქვეყნის საზღვრის უფროსთან, საემიგრაციო სამსახური უფროსთან, სადაც მოხდება ამ საქმიანობის განხილვა,“ -  აღნიშნა დუმბაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები