თბილისის მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებული 6 პირიდან 1 გამართლდა, დანარჩენებს კი ჯარიმა დაეკისრათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
6 ადამიანი სამართალდამცავებმა 2 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.