„ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება, იქნება გაწმენდილი,“- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, თბილისს უკვე აქვს საკმარისი რაოდენობის ტექნიკა და ტექნიკური მარილი, თუმცა დამატებითი ტექნიკის მობილიზებასაც არ გამორიცხავს.
„ყველანაირი მზაობა არის, შეძენილია მარილი და მგონია, რომ ზამთარში არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ საჭირო იქნება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, ესეც შესაძლებელია,“- განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ქალაქის დასუფთავებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. „თბილსერვისის“ წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს ქალაქისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობებიც დაათვალიერებინეს.