„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი პრემია-დანამატებზე „არჩევანის“ ეთერში საუბრობს. ხაბეიშვილის თქმით, უხერხულია, როდესაც ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მაღალჩინოსნები პრემია-დანამატებს იღებენ.
ხაბეიშვილის თქმით, მინისტრები ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობენ.
„ჩვენი მინისტრები დადიან 70 ათასიდან 130 ათას ლარად შეფასებული ავტომობილებით,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, 94 ათას ლარად შეფასებული სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი მანქანით დადის. მან განმარტა, რომ იმ ფონზე, როდესაც დევნილებს თავშესაფარი არ აქვს, მინისტრი მსგავსი მანქანით არ უნდა დადიოდეს.
„ყველაზე გაჭირვებული ადამიანების სამსახურის უფროსი გადაადგილდება 94 ათას ლარად შეფასებული ავტომობილით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.