„ზღაპარს ყვებით. პრემიერ-მინისტრმა არ იცის ბიუროკრატია რამდენით შემცირდება, დღეს უნდა დათვალონ,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტის საპასუხოდ გააკეთა. ანდრია გვიდიანის თქმით, ბიუროკრატია მცირდება.
„ზღაპარს ყვებით, პრემიერ-მინისტრმა არ იცის ბიუროკრატია რამდენით შემცირდება, დღეს უნდა დათვალონ. ახლა თვლიან. მინისტრებმა, მათ შორის, ისე გაერთიანდა სამინსიტროები არ იცოდნენ. მოდიხართ და ყვებით ზღაპარს და ატყუებთ მაყურებელს, რომ ბიუროკრატია მცირდება,“ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილმა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი აღნიშნავს, რომ საქსტატის მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 10 ათასი ადამიანით შემცირდა.
რასაც, საპარლამენტო ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი არ დაეთანხმა.
„ვერანაირად ვერ გადაფარავთ დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას იმ საერთაშირისო რეიტინგებით, რომელზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ. ჩვენი მაყურებელი, რომ გააღებს მაცივარს და ნახავს შიგნით რა აქვს პროდუქტი, რომ იცის რამდენი ჰქონდა შემოსავალი და რამდენი აქვს ახლა, რომ იცის, რამდენს იხდიდა წამლებში და რამდენს იხდის ახლა, არაფერში არ აინტერესებს, რამდენი საფეხურით აინაცვლა საქართველომ ამა თუ იმ საერთაშირისო რეიტინგში,“ - განაცადა გოგორიშვილმა.