20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

ბაჩო ახალაიას მეუღლე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაადგილდებოდა 400 ათასი დოლარის ღირებულების მანქანით.

როგორც „არჩევანში“ სატელეფონო ჩართვისას ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ასეთი ინფორმაცია ბაჩო ახალაიას  დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა, ისევე როგორც სხვა მსგავსი ინფორმაციები.

„ეს არის "მერსედესი," რომელიც იყო განკუთვნილი "დელტას" სტუმრებისთვის, სადაც ძალიან მაღალი დონის სტუმრები ჩამოდიოდნენ,“-განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით ბაჩო ახალაია ამ მანქანაში არასდროს მჯდარა და თუ ეს ასეა მან ანდრია გვიდიანს მოუწოდა დაასაბუთოს მის მიერ გაკეთებული განცხადება.

შეგახსენებთ, რომ „არჩევანის“ სტუდიაში სწორედ ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია ძვირადღირებული მანქანით გადაადგილდებოდა.

ანი ნადარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიას არასდროს აუღია პრემია-დანამატი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები