20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"ბაჩო ახალაია 400 ათასი დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდა"-გვიდიანის პასუხი ხაბეიშვილს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთან ასოციაციის" ეკონომისტი ანდრია გვიდიანი „ნაციონალური მოძრაობას“ ბაჩო ახალაიას 400 ათას დოლარად შეფასებულ მანქანას ახსენებს. მან აღნიშნული განცხადება ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, რომ  სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი 94 ათას ლარად შეფასებული მანქანით დადის.

როგორც ანდრია გვიდიანმა განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ახსოვდეს იმ მანქანების ღირებულება, რომლითაც თავად გადაადგილდებოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ის ხარჯები, რომელსაც მაშინ საკუთარი ფუფუნებისთვის ხარჯავდნენ.

მან ასევე "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ძველი და ახალი "ნაციონალები" უწოდა, რაზეც ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა ვინ იყო ეს ადამიანი რადგან აქამდე მასზე არაფერი სმენია.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები