მთავრობის ადმინისტრაციაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ არცერთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მთავრობის სხდომა ისე დასრულდა, რომ პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ამ წუთებში მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციას ტოვებენ. მთავრობის წევრებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მძიმე ტექნიკის მობილიზებაც ხდება. ტექნიკა იმ სადარბაზოსთან განთავსდა, სადაც სპეცოპერაცია 18 საათზე მეტია, მიმდინარეობს. სპეცრაზმელები პოზიციებზე არიან განლაგებული.