20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"იმედი ვიქონიოთ, რომ სპეცოპერაცია სწრაფად და მსხვერპლის გარეშე დასრულდება" - გიგა ბოკერია

"იმედი ვიქონიოთ, რომ სპეცოპერაცია სწრაფად და მსხვერპლის გარეშე დასრულდება. შემდეგ ველით ხელისუფლებისგან ინფორმაციას," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საზოგადოებას აქვს უფლება,ინფორმაცია მიიღოს.

"ეს სერიოზული ამბავია და საზოგადოებას აქვს უფლება რაღაც მომენტში მიიღოს ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე,"- აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, "ამ ეტაპზე, პირველ რიგში, დაჭრილ სპეცრაზმელს გამოჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ".

ამავე თემაზე
დღის ამბები