სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულებულია.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სუს-მა "რუსთავი 2"-ს დაუდასტურა.
ჯავშანტექნიკა ტერიტორიას უკვე ტოვებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით ლიკვიდირებულია 1 ბრალდებული.
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ გვიან დაიწყო. სამართალდამცველებმა შტურმი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელეს. სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა 1 სპეცრაზმელი, რომელიც ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა, რომელიც სპეციალურად ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა სრულად იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია, სუს-ი და კრიმინალური პოლიცია.