14 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
"რა უნდა იმსჯელოს ევროპარლამენტმა იმაზე მეტი, რაც უკვე იმსჯელა ეუთო/ოდირმა" - გურამ მაჭარაშვილი საქართველოს შესახებ დისკუსიაზე

"რა უნდა იმსჯელოს ევროპარლამენტმა იმაზე მეტი, რაც უკვე იმსჯელა ეუთო/ოდირმა, ვიდრე ათასობით უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელმაც თქვა, რომ ჩატარდა აბსოლუტურად ნორმალური არჩევნები?!" - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ევროპარლამენტში რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი რას იმსჯელებს საქართველოზე მაშინ, როდესაც უკვე თავად ევროკავშირშია გამოწვევები და თითოეულ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპაში წამყვან სახელმწიფოებში. რა უნდა იმსჯელოს ევროპარლამენტმა იმაზე მეტი, რაც უკვე იმსჯელა ეუთო/ოდირმა, ვიდრე ათასობით უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელმაც თქვა, რომ ჩატარდა აბსოლუტურად ნორმალური არჩევნები?! ჩვენ ლეგიტიმაცია აღებული გვაქვს მისი უმაღლესობა ქართველი ხალხისგან", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები