14 ნოემბერი 2024,   20:59
ვრცლად
"ვამჯობინებთ გამოკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან, მიუხედავად იმისა, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ეს პროცესი" - ლანა გალდავა

არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ძიებას განაგრძობს. გამოკითხვაზე დაბარებული არიან "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები: თინა ბოკუჩავა, ანი წითლიძე და ხატია დეკანოიძე. ბოკუჩავა და წითლიძე პროცესში მონაწილეობაზე საერთოდ უარს აცხადებენ; გამოძიების კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად არის ხატია დეკანოიძე, თუმცა მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

გუშინ, დღის ბოლოს გამოიკითხა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძეც. ამავე კოალიციის წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ ისინი პროკურატურას არ ენდობიან.

"არ ვენდობით პროკურატურას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ კლეპტოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები არ მოქმედებენ და არიან გაყალბების ერთიანი სისტემის ნაწილი, მათ შორის, პროკურატურაც. ვამჯობინებთ გამოკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან, მიუხედავად იმისა, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ეს პროცესი, მაგრამ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ზოგიერთ მათგანს გაუნათდება გონება და იქნებიან ქვეყნის სამსახურში," - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები